როგორ გავზარდოთ თანამშრომელთა მოტივაცია თიმბილდინგის დახმარებით?

კომპანიის მენეჯმენტში ხშირად ჩნდება კითხვა - როგორ გავზარდოთ თანამშრომელთა მოტივაცია?

ნებისმიერ პროფესიაში აუცილებელია მუდმივი განვითარება, სიახლეების გაცნობა, სწავლა და ნოვატორულ იდეებზე მუშაობა. ხშირად კომპანიები თვლიან, რომ გამოსავალი მხოლოდ ტრენინგები, სემინარები და ვორქშოპებია, რომელიც ძირითადად არასამუშაო საათებში ან უქმე დღეებში იგეგმება. ეს ფაქტი, ხშირად, თანამშრომელთა უკმაყოფილებას იწვევს. შედეგად, ნაცვლად იმისა, რომ მივიღოთ მოტივირებული თანამშრომელი, პირიქით ხდება.

თანამშრომელთა მოტივაცია, მათი ერთ გუნდად შეკვრა და საბოლოოდ კომპანიისთვის შედეგების მიღება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

სწავლისა და თანამშრომელთა ერთ გუნდად შეკვრის პროცესი სახალისო და ნაყოფიერი უნდა იყოს. ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი თიმბილდინგ შეხვედრების ორგანიზებაა.

პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ თიმბილდინგი კეთდება არამხოლოდ თანამშრომელთა გართობის, არამედ მათი მოტივაციის ამაღლებისა და სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

როგორ უნდა დავგეგმოთ თიმბილდინგი და რა სიკეთეები გააჩნია მას.

თიმბილდინგის დაგეგმვისას აუცილებელია

  1. ზუსტად განსაზღვროთ თიმბილდინგის მიზანი
  2. შეარჩიოთ ლოკაცია
  3. განსაზღვროთ ბიუჯეტი
  4. განსაზღვროთ თანამშრომელთა რაოდენობა და სეგმენტი
  5. გააანალიზოთ შედეგები

 

 

შედეგები, რომელსაც ვიღებთ

  1. არაფორმალურ გარემოში თანამშრომელები უკეთ იცნობენ ერთმანეთს
  2. სხვადასხვა აქტივობების დახმარებით თანამშრომელები სწავლობენ გუნდში მუშაობას
  3. შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ფარული ლიდერები
  4. სწავლის პროცესი სასიამოვნო და სახალისოა
  5. თანამშრომლები გრძნობენ, რომ ისინი კომპანიისთვის მნიშვნელოვანები არიან
  6. ჩნდება ისეთი იდეები და გეგმები, რომელიც სტანდარტულ სამუშაო გარემოში ნაკლები შანსი ჰქონდათ

 

თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ თიმბილდინგის მონაწილე ან თავად გიცდიათ ამ მეთოდის საკუთარ კომპანიაში გამოყენება, დამერწმუნებით, ის საუკეთესო საშუალებაა თანამშომელთა მოტივაციისათვის.