10 მიზეზი რატომ უნდა მივანდოთ წვეულების ორგანიზება ივენთ კომპანიას

ყველა თარიღი, რომელიც მნიშვნელოვან მოვლენასთან არის დაკავშირებული გვინდა რომ განსხავებული და განსაკუთრებული იყოს. იქნება ეს დაბადების დღე, ნიშნობა, ქორწილი, კომპანიის იუბილე, პრომო აქტივობები, თიმ ბილდინგი, ახალი ფილიალის ან წარმომადგენლობის გახსნა თუ კორპორატიული წვეულება.

ხშირად მეგობრები ან თანამშრომლები საკუთარ თავზე იღებენ წვეულების ორგანიზებას. თუ ერთხელ მაინც დაგიგეგმავს წვეულება, დამეთანხმები, ბევრ ისეთ პრობლემას შეხვედრიხარ, რაზეც წინასწარ არც კი გიფიქრია. დღის განმავლობაში რამდენჯერმე გიწევს კონტაქტი კომპანიასთან, რომელიც წვეულებას ფურშეტით უზრუნველყოფს. ამასთან, დამატებით გიწევს მოძებნო კომპანია, რომელიც ადგილზევე მოიტანს ფურშეტისთვის საჭირო ინვენტარს და ჭურჭელს, ასევე მოაგვარებს მიმტების საკითხს.

შემდეგი საკითხი პროფესიონალი ფოტო და ვიდეო ოპერატორის შერჩევაა, რომელიც ან უკვე დაკავებულია ამ უქმეებისთვის ან ნახაზზე ვერ თანხმდებით.

ცალკე თემაა ინტერიერის გაფორმება, მოსაწვევების დიზაინი და ზოგადად ივენთის ვიზუალური მხარე.

მოკლედ, რომ შევაჯამოთ, ბოლოს ფიქრობ, რომ ჯობდა საქმე პროფესიონალებისთვის მიგენდო.

ახლა კი, დროა თვალი გადავავლოთ იმ 10 უპირატესობას, რომელსაც მაშინ მიიღებ თუ წვეულების ორგანიზებას პროფესიონალებს მიანდობ:

  1. ზოგავ დროს, რომელიც ასეთი ძვირფასია, განსაკუთრებით მაშინ, თუ სამსახურში დატვირთული გრაფიკი გაქვს
  2. ზუსტად იცი რა ბიუჯეტი დაგჭირდება და თავს აარიდებ გაუთვალისწინებელ ხარჯებს
  3. ყველანაირი ტექნიკური აპარატურა გამართული და სრულ მზადყოფნაშია შენი წვეულებისთვის.
  4. შენთვის იმუშავებს პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ყველა შენი სურვილის გათვალისწინებით იმოქმედებს
  5. სცენარისტები იზრუნებენ წვეულების თემატიკაზე, მის შესაბამის ვიზუალურ და მუსიკალურ გაფორმებაზე
  6. დიზაინერები შეიმუშავებენ მოსაწვევებისა და დიზაინის კონცეფციას, რომელიც შენს ინდივიდუალურ მოთხოვნებზე იქნება მორგებული
  7. ლოკაციის შერჩევა
  8. წვეულების ბოლოს გექნება პროფესიონალური ფოტო და ვიდეო მასალა
  9. გეყოლება პროფესიონალი წამყვანი და მუსიკალური ბენდი
  10. და ბოლოს ყველაზე მთავარი, ყველა მომსახურებას იღებ ერთ სივრცეში. რაც იმას ნიშნავს, რომ არ გიწევს დღეში დაუთვლელი ზარები და ყველა დეტალის სათითაოდ შეთანხმება.

ამ ყველაფრის შემდეგ შენ მხოლოდ ის დაგრჩენია სტუმრებს თავი მოაწონო და შენი წვეულებით ისიამოვნო.